logo
ENG



ვარშალომიძე: სუსი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს, "სირცხვილის კორიდორი" არ გაიმართება

20 ნოე 202015:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/20/980qa8e3wuz61bc.jpg

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს "სირცხვილის კორიდორებს" აღარ მოაწყობენ. ამის მიზეზად იგი სუს-ის მიერ კრიმინალური ჯგუფების დაორგანიზებას ასახელებს.

"როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა სუსი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს , პროვოკაციებისა და დაპირისპირების მოსაწყობად ოპოზიციურმა ერთობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციები, საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის კორიდორი" აღარ გაიმართება.

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს! ძალადობა და პროვოკაციები კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელწერაა! ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არჩევნები გაყალბებულია", - წერს ვარშალომიძე ფეისბუქის გვერდზე.

გუშინ, 19 ნოემბერს ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მეორე ტურში სირცხვილის კორიდორებში გაატარებენ მათ, ვინც არჩევნები გააყალბა.
მან ამომრჩეველს მოუწოდა, რომ მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მივიდნენ.

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე 15 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურისთვის გამოვიდა "სირცხვილის დერეფნის" ინიციატივით.

ვარშალომიძის განცხადება, სხვა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, უარყოფითად შეაფასეს ენმ-ის წევრებმაც.

ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ მეორე ტურში "სირცხვილის კორიდორების" მოწყობა არ განიხილება.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის პასუხად Facebook-ზე წერს, რომ მისგან მეორე ტურზე სირცხვილის კორიდორი არ იქნება.

სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება, - ასე ეხმაურება ვარშალომიძის განცხადებას ლელო-ს ლიდერი დავით უსუფაშვილი.

 


close დახურვა